სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს 84 027,72 ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ 
სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს 84 027,72 ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, მომხმარებლებს 84 027,72 ლარის დავალიანება ჩამოეწერებათ.

ენერგოომბუდსმენის მიერ წარდგენილი 107 შუამდგომლობა სემეკ-ის დღევანდელ საჯარო სხდომაზე მოქალაქეთა სასარგებლოდ დასრულდა.

საკითხები განიხილებოდა სს „თელასის“, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ და შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიმართ ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერის შესახებ.