სებასტიან კურცი - ევროკავშირის ქვეყნების მესამედმა არ გააძევა რუსი დიპლომატები და ჩვენ მათ შორის ვართ
ავსტრიამ უარი თქვა რუსი დიპლომატების გაძევებაზე, რადგან მოსკოვთან კარგ ურთიერთობებს უჭერს მხარს, – ამის შესახებ ავსტრიის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან კურცმა ტელეკომპანია Puls 4-ის ეთერში განაცხადა.
„ევროკავშირის ქვეყნების მესამედმა არ გააძევა რუსი დიპლომატები და ჩვენ მათ შორის ვართ. ჩვენ ნეიტრალური ქვეყანა ვართ და მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციისთვის, როგორიცაა გაერო ან ეუთო შტაბბინას წარმოვადგენთ“, – განაცხადა ავსტრიის პრემიერმა.
სებასტიან კურცის თქმით, ავსტრიამ მხარი დაუჭირა ევროკავშირის გადაწყვეტილებას მოსკოვიდან კონსულტაციებისთვის ელჩის გაწვევის შესახებ.
„ამგვარად ჩვენ დავგმეთ რუსეთი და დიდ ბრიტანეთს სოლიდარობა გამოვუცხადეთ“, – აღნიშნა სებასტიან კურცმა.
მანამდე ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა განაცხადა, რომ ავსტრიამ რუსი დიპლომატების გაძევებაზე უარი თქვა, რადგან „ხიდების დაწვა“ არ სურს.