საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ყირგიზეთის მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ დღეს ყირგიზეთის რესპუბლიკის მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სასწავლო ვიზიტი ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრაზე საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს გააცნო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მუშაობის პრინციპი, მიაწოდა მაუწყებელში შემავალი არხების შესახებ ინფორმაცია, ყურადღება გაამახვილა კონსტიტუციაში არსებულ მუხლზე, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ღია სივრცე კავკასიის ხელმძღვანელი ირმა პავლიაშვილი, რომელიც წარმოადგენს ევროპული ასოციაცია ადგილობრივი დემოკრატიისთვის (ALDA) პარტნიორ ორგანიზაციას.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებმა პირველი არხის სტუდიები დაათვალიერეს.
სასწავლო ვიზიტის მიზანია ყირგიზეთის მედიაორგანიზაციებისა და მათი წარმომადგენლების გაძლიერება და მედიის თემატიკაზე საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.