„ქართული ოცნების“ კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძეა წარდგენილი

17:07, 11.04.2022

პარტია „ქართული ოცნების“ კვოტით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენილია ვასილ მაღლაფერიძე.

ფილოლოგი ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2017 წლის 6 იანვარს აირჩიეს, ხოლო ეს თანამდებობა 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა.

ვასილ მაღლაფერიძე არის პროექტ „ტელესკოლისა“ და დოკუმენტური სერიალის – „მოგზაურობა ისტორიაში – აბრეშუმის გზის კავკასიური მაგისტრალი“ ავტორი.

ამასთან, ამ დროისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის კანდიდატად სახალხო დამცველის კვოტით წარდგენილია ლაშა ტუღუში.

მსგავსი