„ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ლია შავგულიძეა წარდგენილი
„ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ლია შავგულიძეა წარდგენილი

„ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ლია შავგულიძეა წარდგენილი. ამის შესახებ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ვასილ მაღლაფერიძეა წარდგენილი.

სახალხო დამცველმა კი, პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ლაშა ტუღუში წარუდგინა.

პარლამენტმა წარდგენილ სამ კანდიდატთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს უნდა გამართოს.

საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეურვეობის კანდიდატთა შესარჩევმა საპარლამენტო საკონკურსო კომისიამ პარლამენტისთვის წარსადგენად მეურვეობის ათი კანდიდატი შეარჩია: მარინა გიორგაძე, არინა თავაქარაშვილი, გიორგი იასაშვილი, ბელა კოპალიანი, ვასილ მაღლაფერიძე, ალექსი ნონიაძე, ლაშა ტუღუში, ლია შავგულიძე, დონარა შონავა, ზაზა ხუციშვილი.