საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოსა“ და საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები ქართული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ შეხვედრაში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ წევრი და სხვადასხვა ბიზნესსექტორიდან პარტნიორი კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

ქართველმა დიპლომატებმა და ბიზნესმენებმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და უცხოელ პარტნიორებთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

ასევე განიხილეს საქართველოს დიპლომატიური მისიების როლი აღნიშნულ პროცესში.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, 70-ზე მეტი დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და 80-მდე ბიზნესმენი ესწრებოდა.