საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სესილია მალმსტრომი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, სესილია მალმსტრომი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარი სესილია მალმსტრომი სასტუმრო „ბილტმორში“ საქართველოს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ორგანიზატორი „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო“ იყო და მასში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

ბიზნესსაბჭოს ინფორმაციით, ევროკომისარმა ექსპორტზე ორიენტირებულ ქართული კომპანიების წარმომადგენლებს მოუსმინა და უშუალოდ ბიზნესსექტორისგან მიიღო ინფორმაცია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ამოქმედების კონრეტულ შედეგებსა და არსებულ სირთულეებზე.

შეხვედრის მონაწილეებს „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს“ გენერალურმა მდივანმა, ზვიად ჭუმბურიძემ, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მიმართეს.

შეხვედრის საპრეზენტაციო ნაწილის დასრულების შემდეგ ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ამასთან, ევროკომისარი დღეს საქართველოს პრემიერ-მინიტრ მამუკა ბახტაძეს შეხვდა. შეხვდრის შემდეგ ერთობლივი განცხადებები გაკეთდა.