„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ ენერგო კომისიის პრეზენტაცია გამართა
„ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ“ ენერგო კომისიის პრეზენტაცია გამართა

ენერგო კომისიის პრეზენტაცია, რონელიც “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ” დაარსა, მრგვალი მაგიდის ფორმატით მიმდინარეობს. შეხვედრას ენერგო სფეროში მომუშავე 30-მდე კომპანია ესწრება. აუდიენციის მონაწილეები, განიხილავენ, ქართულ ენერგო სექტორში არსებულ ვითარებას, პერსპექტივებსა და გამოწვევებს.

კომისიის მიზანია ინვესტიციების მოზიდვა და საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის საზღვარგარეთ ექსპორტირების ხელშეწყობის საკითხზე მუშაობა.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი, ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ კომისია გააცნობს ენერგო სექტორში მომუშავე კომპანიებს, თუ რა ინტერესი აქვს ბიზნესს საბჭოს ამ სფეროში. დარგის განვითარების მიზნით, “ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესს საბჭო” მომავალ წელს მასშტაბური კონფერენციის გამართვას გეგმავს.

“ორო წელი ჩვენ ვმუშაობთ თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, გვაქვს ასეთი ტიპის კომისია, ჩამოყალიბებული “ევროკავშირი-საქართველოსთან”. გადავწყვიტეთ, ასევე ჩამოვაყალიბოთ ენერგო სექტორის შესახებ კომისია, რომელიც პრაქტიკულად იქნება ღია ყველა ენერგო კომპანიისთვის, მათ შორის როგორც უცხოური, ასევე ქართული, ადგილობრივი სექტორის წარმომადგელნებისთვის. ეს არის შეხვედრა, რომელსაც დაახლოებით 25-მდე ენერგო სექტორის წარმომადგენელი კომპანია ესწრება. კომპანიებს მოვუთხრობთ, თუ რა ინტერესი აქვს საქართველოს ბიზნეს საბჭოს ამ სექტორში, ასევე ჩვენ გვაინტერესებს მათი ხედვები, ვინაიდან მარტის ბოლოს ვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს.
წლის ბოლოს, 2018 წლის ნოემბერში ვაპირებთ დიდი კონფერენციის მოწყობას, სადაც ქართული და უცხოური ენერგო კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას. ამ დიდი კონფერენციისთვის ვამზადებთ ნიადაგს და დღევანდელი კონფერენცია იქნება დასაბამი იმისა, რომ ჩვენ აქტიურად ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც გვაინტერესებს”, – განმარტა ზვიად ჭუმბურიძემ.