ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შეუძლიათ
ვაქცინირებულ მოქალაქეებს საზღვარგარეთ გამგზავრებისთვის საჭირო ცნობის მიღება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებაში ან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში შეუძლიათ.
ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„დაწესებულება დოკუმენტს ადასტურებს ბეჭდით და/ან შტამპით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით. მიმღები ქვეყნის მოთხოვნის შესაბამისად, აღნიშნული ცნობა საჭიროა დამოწმდეს აპოსტილით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ. აცრის ცნობის აპოსტილით დამოწმების პროცედურა წარმოადგენს დროებით ღონისძიებას საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების QR-კოდების ევროკავშირის სივრცესთან მიერთებამდე“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.