საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობის აქცია მიმდინარეობს
საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტთან შიმშილობის აქცია მიმდინარეობს

საყოველთაო ამნისტიის კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მოთხოვნით პარლამენტთან მეორე დღეა შიმშილობის აქცია მიმდინარეობს.

პატიმართა დედები საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.

მოშიმშილეები 12 სექტემბერს ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.

„გუშინდელი აქციის შემდეგ იყო გამოხმაურება. ჩვენი სურვილიც არის, რომ შეგვხვდნენ ოფიციალური პირები, ვისი კომპეტენციაც არის ეს, იქნება ეს ადამიანის უფლებათა დაცვის თუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი. იმედი მაქვს, აღნიშნულ პირებთან შეხვედრა ოფიციალურად შედგება. ჩვენ გავაგრძელებთ ფართომასშტაბიან აქციებს, რომ არჩევნებამდე მოხდეს ამნისტიის გამოცხადება. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ვაპირებთ დაშლას. 12 სექტემბრის აქციაში ჩაერთვებიან პატიმართა ოჯახის წევრები, პრობაციონერები“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ.