შეკვეთილში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა
შეკვეთილში აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ შიმშილობა შეწყვიტა

შეკვეთილში აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ხათუნა ბერიძემ შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მან განაცხადა, შიმშილობის აქციაში მონაწილეობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ გააგრძელებს.

„რაც შიმშილობა დავიწყე, მას შემდეგ რამდენჯერმე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადამიყვანა. მედიკოსები მირჩევდნენ, რომ შემეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ ვუერთდებოდი ჩემს მეგობრებს. ახლა თავს ცუდად ვგრძნობ და გამოვეთიშე აქციას, თუმცა როგორც კი გამოვკეთდები, მივალ და დავიწყებ შიმშილობას“, – განაცხადა ხათუნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-13 დღეა აქცია მიმდინარეობს. აქციის რამდენიმე მონაწილე შიმშილობს. მათ კარავი აქვთ გაშლილი.

აქციაზე შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ.