შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის ორი მონაწილე კლინიკიდან გაეწერა
შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის ორი მონაწილე კლინიკიდან გაეწერა

შეკვეთილში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით მოშიმშილე აქტივისტებმა, მინდია ადაძემ და მარად შავაძემ ფოთის ჰოსპიტალი დატოვეს.

კლინიკის დატოვების შემდეგ ისინი კვლავ შეკვეთილში, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას შეუერთდნენ და შიმშილობა გააგრძელეს.

„ეს ბიჭები ჯერჯერობით აგრძელებენ შიმშილობას, მაგრამ ძალიან უმძიმთ. ალბათ მალე შეწყვეტენ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ.

​შეკვეთილში შიმშილობის აქციის ორივე მონაწილე შეუძლოდ გახდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ, „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზებით შიმშილობის აქცია მე-20 დღეა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები შს მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ითხოვენ.