სავალან მირზოევი - მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტი გააღრმავებს სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბაქოში ვიზიტი გააღრმავებს ჩვენს მეგობრობას, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატმა სავალან მირზოევმა განაცხადა.
დეპუტატმა საქართველოსა და აზერბაიჯანის ისტორიულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
„აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიული მეზობლები, ძმები და პარტნიორები არიან. ჩვენს ქვეყნებს მრავალწლიანი მეგობრობა და მთელი რიგი მიმართულებებით კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბაქოში ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს მეგობრობას, სავაჭრო და კულტურულ ურთიერთობებს და კონკრეტულ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო შედეგებს მოიტანს“, – აღნიშნა სავალან მირზოევმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აზერბაიჯანში ვიზიტს დღეს იწყებს.