„ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება
„ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ აქტივისტი რაშად მუსაევი გარდაბნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქმე ეხება სიცოცხლის მოსპობის მუქარას, რომელიც, არსებული ინფორმაციით, რაშად მუსაევმა „ქართული ოცნების“ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის მისამართით განახორციელა.

თავად რაშად მუსაევს გამოკითხვაზე შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. რაც შეეხება „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატ გრიგოლ გეგელიას, მისი თქმით, რაშად მუსაევი მძიმე ემოციური ფონის ქვეშ იმყოფებოდა და სწორედ ამის შედეგია ის მიმართვა, რომელიც მან სოციალურ ქსელში განათავსა.