სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო]
სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო]

სავაჭრო ცენტრ „მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის, ოთარ კერესელიძის განცხადებით, ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა შვიდი სახანძრო ბრიგადა.

მისივე განმარტებით, არსებობდა სასაწყობე ფართიდან ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა დროულად მოხდა რეაგირება.

„მეგალაინის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, კერესელიძის 2 ნომერში ხანძარი გაუჩნდა სასაწყობე ფართს, კვადრატულობა დგინდება. ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული შვიდი სახანძრო ავტოცისტერნა. არსებობდა ხანძრის გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირებით მოხდა ხანძრის ლოკალიზება“, – განაცხადა ოთარ კერესელიძემ.

კერესელიძის ინფორმაციით, შემთხვევეის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი მოქალაქე.

„მსუბუქად დაშავდა ერთი მოქალაქე, რომელმაც ხელზე მიიღო მცირედი დამწვრობა. გარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მანქანა გარეთ ეყენა და გადაყენების დროს მიიღო დაზიანება. ეს ტერიტორია არ ეკუთვნის „მეგალაინს“, არის კერძო შპს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. სარდაფში ინახებოდა შერეული საქონელი და ნაწილი დაიწვა“, – აღნიშნა ოთარ კერესელიძემ.