საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო, ხოლო ადაპტირებული სცენარისთვის „შავმა კუკლუქსკლანელმა“
საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო. ფილმი რასიზმისა და სეგრეგაციის თემას ეძღვნება. კინოსურათი ვირტუოზი პიანისტის, დონ შირლისა და მისი მცველისა და მძღოლის საინტერესო ამბავს გვიამბობს.
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის „ოსკარის“ მფლობელი გახდა „შავი კუკლუქსკლანელი“.