საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო [ვიდეო]

საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ოსკარი“ „მწვანე წიგნმა“ მიიღო.

ოსკარის“ მთავარი ნომინაციის წარმდგენად ლეგენდარული მსახიობი ჯულია რობერტსი აარჩიეს. სწორედ მან გაამხილა, ვინ გახდა ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს რჩეული და წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიის გამარჯვებული.

მანამდე გამოვლინდა საუკეთესო რეჟისორის ნომინაციის გამარჯვებულიც. „ოსკარი“ ალფონსო კუარონმა მიიღო.

„ოსკარის“ სრული ტრანსლაცია მაყურებელს პირველი არხმა პირდაპირ ეთერში შესთავაზა. განმეორებით კი „ოსკარის“ რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონია 25 თებერვალს, „მოამბის“ მთავარი გამოშვების შემდეგ გავა ეთერში.