საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ „პირველმა ადამიანმა“ მიიღო
საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ „პირველმა ადამიანმა“ მიიღო

საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის „ოსკარი“ ფილმმა „პირველი ადამიანი“ მიიღო. ფილმში რაიან გოსლინგი ამერიკელი ასტრონავტის, ნილ არმსტრონგის როლს ასრულებს.

ფილმის შემქმნელი „ლა ლა ლენდის“ რეჟისორი დემიენ შაზელია.

არმსტრონგი 1969 წელს კოსმოსურ მისია „აპოლონ 11“-ს ხელმძღვანელობდა. „აპოლონ 11“-მა კენედის კოსმოსური ცენტრი 16 ივლისს დატოვა და ოთხ დღეში მთვარის ზედაპირზე დაეშვა.

1969 წლის 20 ივლისს, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, ადამიანმა, დედამიწის გარდა, სხვა კოსმოსურ სხეულზე დადგა ფეხი.