სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, საამქროს ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული ოთხ კუბურ მეტრამდე ცაცხვის სახეობის სამასალე მერქანი.
„ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში. ეროვნული სატყეო სააგენტო კანონდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით აქტიურად მუშაობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.