სატყეო სააგენტო - აგვისტო ხანძარსაშიში პერიოდია, მოვუწოდებთ მოსახლეობას, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინონ
სოფელ საყავრესან ხანძრის ლიკვიდაციაში სატყეო სააგენტოს თანამშრომლებიც არიან ჩართული.
კერების დამუშავებაში 60-მდე მეტყევე მონაწილეობს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილის დავით ალადაშვილის ინფორმაციით, ცეცხლმა დაახლოებით 10 ჰექტარის ტყის ფართობი მოიცვა. ეს არის დაახლობით 40 წლის წინ გაშენებული ხელოვნური წიწვოვანი ტყე.
„ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართული იყო მცხეთა-მთიანეტის და შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლები. ადგილზე შექმნილია საველე შტაბი, საიდანაც მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოების კოორდინაცია. აგვისტო, როგორც საქართველოში ასევე მსოფლიოში, მაღალი ტემპერატურის გამო ხანძარსაშიში პერიოდია, რაც ზრდის რისკებს. აქედან გამომდინარე მოვუწოდებთ მოსახლეობას მაქსიმალურად გამოიჩინონ ყურადღება. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე მიმდინარეობს გამოძიება“, – დავით ალადაშვილმა.