საქართველოში სასტუმროები მუშაობის განახლებას დღეიდან შეძლებენ.
საუბარია იმ სასტუმროებზე, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა აქვთ.
ნებართვის მისაღებად საჭიროა, სასტუმრომ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება გაიაროს და მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
როგორც სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაციაში განმარტავენ, მაღალი კლასის სასტუმროები და საოჯახო ტიპის სასტუმრო სახლები აკეთებენ განაცხადს ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე, შემოწმების შემდეგ მიღებული ნებართვის საფუძველზე კი ეძლევათ საქმიანობის უფლება. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე იკრძალება ჰოსტელების მუშაობა, გამონაკლის გარდა, რაც ინდივიდუალური ოთახის შეთავაზებას გულისხმობს. განაცხადის შევსება არ ესაჭიროებათ ბინების გამქირავებლებს.
სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ფედერაცია ობიექტებს აფრთხილებს, რომ რეგულაციების დარღვევა მათ დაჯარიმებას გამოიწვევს.