ნათია თურნავა - შაბათ-კვირას რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვის და სარესტორნო ინდუსტრიისთვის 
ნათია თურნავა - შაბათ-კვირას რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნა მნიშვნელოვანია ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვის და სარესტორნო ინდუსტრიისთვის 

ტურიზმის აღდგენა არის ჩვენი ეკონომიკის აღდგენის საწინდარი, – ამი შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხდა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, პირველი ივნისიდან გადაწყვეტილია, რომ რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ არა მარტო ღია სივრცეების ნაწილში, არამედ სრულყოფილად.

„უწყებათაშორის საბჭოზე მივიღეთ მორიგი პოზიტიური, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ტურიზმისა და ზოგადად, ეკონომიკის სფეროში, რადგან ტურიზმის აღდგენა არის ჩვენი ეკონომიკის აღდგენის საწინდარი. როგორც ერთი კვირის წინ გპირდებოდით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩვენი ეპიდვითარება დარჩებოდა კონტროლის ქვეშ და სწორედ ასეც მოხდა, შევძლებდით უკვე პირველი ივნისიდან სრულად გაგვეხსნა კვების ობიექტები შაბათ-კვირას. პირველი ივნისიდან გადაწყვეტილია, რომ რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშავებენ არა მარტო ღია სივრცეების ნაწილში, არამედ სრულყოფილად, ანუ დახურული სივრცეების ნაწილიც იმუშავებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტებისთვის, მოქალაქეებისთვის და რა თქმა უნდა, სარესტორნო ინდუსტრიისთვის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა. რესტორნებს საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ.