სასტუმრო „საირმეს“ თანამშრომელი მესამე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა
სასტუმრო „საირმეს“ თანამშრომელი მესამე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

კურორტ საირმეში, სასტუმრო „საირმეს“ თანამშრომელი მესამე სართულიდან გადმოვარდა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ადგილზე დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.