თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის საირმის საკარანტინო სივრცეში სამართალდამცველებმა ხუთი მოქალაქე შეიყვანეს
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის საირმის საკარანტინო სივრცეში სამართალდამცველებმა ხუთი მოქალაქე შეიყვანეს

კურორტ საირმეში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში სამართალდამცველებმა იძულების წესით ხუთი მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შეიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესი მოქალაქეებმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დაარღვიეს.

ამ დროისთვის საირმის კარანტინში 49 მოქალაქეა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის თქმით, მოქალაქეებს ჯანმრთელობის მხრივ რაიმე პრობლემა არ აქვთ და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.