კასპში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

23:11, 20.03.2019

კასპში 35 წლამდე მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის წევრებმა ის ეზოში, ხეზე ჩამომხრჩვალი ნახეს.

ოჯახში რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავენ, თვითმკვლელობის მიზეზებზე კი საუბარი უჭირთ.

გარდაცვლილს ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი