საირმის საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 100 მოქალაქე იმყოფება

10:56, 19.03.2020

კურორტ საირმეში მოწყობილ საკარანტინო სივრცეში ამ დროისთვის 100 მოქალაქეა მოთავსებული.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით 36 მგზავრი საირმეში, საზღვარგარეთიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მიიყვანეს. გიორგიძის განცხადებით, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო საირმის საკარანტინო ზონაში 24 საათის განმავლობაში არც ერთი მოქალაქე არ მიუყვანიათ.

მსგავსი