სასტუმრო „რუმსიდან“ ხალხის ევაკუაცია განხორციელდა, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
ადგილზე 15 სახანძრო მანქანაა მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის სალოკალიზაციო სამუშაოები.
სააგენტოს ცნობით, დაშავებულები არ არიან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.