სასტუმრო “რუმსში” ხანძარია – მიმდინარეობს ევაკუაცია

01:12, 25.12.2017

სასტუმრო „რუმსში“ ხანძარია, – ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაუდასტურეს.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 15 სახანძრო მანქანა და სასტუმროდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, დაშავებულები არ არიან.

​ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

 

მსგავსი