სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ გახსნილ სპეცუბანზე, გადასატანი ყუთის მეშვეობით, ოთხმა კოვიდინფიცირებულმა მისცა ხმა
სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ გახსნილ სპეცუბანზე არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი ოთხმა ინფიცირებულმა დააფიქსირა.
კოვიდინფიცირებულ პირებს სამი კაცისგან შემდგარმა სპეციალურმა ჯგუფმა გადასატანი ყუთი მიუტანა.
აღნიშნულ კოვიდსასტუმროში მხოლოდ ოთხმა ინფიცირებულმა ამომრჩეველმა ისარგებლა ხმის მიცემის უფლებით.
როგორც სპეცჯგუფის წევრებმა განაცხადეს, ხმის მიცემის პროცედურის დროს დაცული იყო როგორც სანიტარულ-ჰიგიენური, ისე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები.
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტურისთვის სპეცსიაში 4 095 პირი შეიყვანა, რომელთა შორის თვითიზოლაციაში, კარანტინსა და სტაციონარებში მყოფი პირები, ასევე სპეცჯგუფის წევრები არიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით 80 სპეციალური უბანია გახსნილი და სპეციალურ სიაში მყოფ ამომრჩევლებს 145 გადასატანი ყუთით ემსახურებიან.