ბაკურიანში, სასტუმრო „ბაკურიანი რეზიდენსში“ ხანძარი ლოკალიზებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. დამწვარია 150 მ² ფართობი.
უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობს რვა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
„შეტყობინება ხანძრის შესახებ 11:40 საათზე შემოვიდა. პირველი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი ადგილზე 11:45 საათზე გამოცხადდა. მეხანძრე-მაშველების მიერ ხანძრის ლოკალიზება მოხდა 15:14 საათზე“,- აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.