სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთება ამ ეტაპზე არ იგეგმება
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იუსტიციის სამინისტროსთან შეერთება ამ ეტაპზე მოსალოდნელი არ არის.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების პარალელურად, შეიქმნებოდა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყება, რომელსაც სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი უხელმძღვანელებდა, ხოლო სასჯელაღსრულების უწყება იუსტიციის სამინისტროში გაერთიანდებოდა. თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყების შექმნა და სასჯელაღსრულების სამინისტროს იუსტიციის უწყებაში გაერთიანება ამ ეტაპზე არ იგეგმება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შესახებ განცხადებას დღეს, 11:00 საათზე გააკეთებს.