საშობაო ალილო თბილისში - ფოტოამბავი
საშობაო ალილო თბილისში - ფოტოამბავი

თბილისში საშობაო ალილო იმართება. ტრადიციული ალილო წელს პანდემიის გათვალისწინებით განსხვავებული ფორმატით ტარდება. წინა წლებისგან განსხვავებით, არ ეწყობა ფეხით მსვლელობა.

სასულიერო პირები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც დედაქალაქის სამი მიმართულებით ავტომობილებით გადაადგილდებიან, რა დროსაც მოხდება ქუჩების წყლით კურთხევა.

გარდა ამისა, რესპუბლიკის მოედანზე დაიდგა სპეციალური კარავი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება, მიიტანოს ნობათი, რომელიც შემდგომ ბავშვთა და მოხუცთა თავშესაფრებში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებებში გადანაწილდება. კარავი რესპუბლიკის მოედანზე ხუთ საათამდე იქნება განთავსებული.