სასამართლოში ფონდ „იავნანას“ საქმეზე შემოქმედებითი ჯგუფის წევრები იკითხებიან
ფონდ „იავნანას“ საქმეზე შემოქმედებითი ჯგუფის წევრები იკითხებიან. ისინი ჩვენებას აძლევენ სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის წინაშე.
შემოქმედებითი ჯგუფის წევრები იმ გამოძიების ფარგლებში იკითხებიან, რომელიც ფონდ „იავნანას“ მიერ თანხების შესაძლო გაფლანგვას ეხება.
ფონდ „იავნანას“ იურისტის, ვახტანგ კვიჟინაძის განმარტებით, ამ ადამიანებს ფინანსებთან უშუალო შეხება არ ჰქონიათ.
ადვოკატის თქმით, ჩვენების მიცემას მაგისტრი მოსამართლის წინაშე დათანხმდნენ, ვინაიდან ფონდის სურვილია, რომ საქმე გამოძიების ეტაპზევე ღია და გამჭვირვალე იყოს.