ადვოკატის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე შესაძლოა, ხვალ სასამართლოში გამოკითხვაზე არ გამოცხადდეს
ადვოკატის ინფორმაციით, პაატა ბურჭულაძის მეუღლე შესაძლოა, ხვალ სასამართლოში გამოკითხვაზე არ გამოცხადდეს

პაატა ბურჭულაძის მეუღლე შესაძლოა, ხვალ სასამართლოში გამოკითხვაზე არ გამოცხადდეს. მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, გამოკითხვა 8 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა თარიღი მოულოდნელად შეიცვალა.

როგორც ადვოკატმა პირველ არხს განუმარტა, იგი ხვალ ბურჭულაძის მეუღლის გამოკითხვას ვერ დაესწრება, რადგან სხვა პროცესი აქვს ჩანიშნული. უცნობია, მივა თუ არა გამოკითხვაზე თავად ბურჭულაძის მეუღლე. ადვოკატისთვის თქმით, გადაწყვეტილებას მისი კლიენტი თავად მიიღებს.

ანგელა ვასილენკო მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოში გამოკითხვაზე „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანას“ დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებთან დაკავშირებით დაიბარეს.

ბურჭულაძის მეუღლემ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი საგამოძიებო ორგანოდან უწყების მიღებისას განაცხადა და სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვა. „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.

 

ავტორი – ნინია თაქთაქიშვილი