პაატა ბურჭულაძე - ჩემ მეუღლეს ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი
პაატა ბურჭულაძე - ჩემ მეუღლეს ძალიან ბევრი რამ აქვს სათქმელი

ჩემ მეუღლეს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, სხვათა შორის, რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი, – ამის შესახებ პაატა ბურჭულაძემ „რუსთავი 2“- ს განუცხადა.

როგორც პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, მისი მეუღლე დაკითხვაზე 8 ოქტომბერს გამოცხადდება.

„გუშინ მობრძანდა პროკურატურის გამომძიებელი გიორგი ლომთაძე, ჩემმა მეუღლემ უთხრა, რომ მოსამართლის თანდასწრებით თანახმა იყო, შეთანხმდნენ, რომ 8 რიცხვში მივიდოდა და დაკითხავდნენ. ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს სათქმელი, სხვათა შორის რაშიც ფიგურირებს ბიძინა ივანიშვილი. ისინი თავს არიდებდნენ ამას. უნდათ შექმნან, რომ ვითომ ვინმე ქვეყნიდან გაიქცა. ჩემი აზრით, გასაქცევად  ემზადება ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს მასთან ჰქონდა შეხვედრა ფონდ „იავნანას“ პარიზში წასვლასთან დაკავშირებით, მაგრამ იქ გადაუხვიეს თემას და სხვა თემაზე ჰქონდა საუბარი. ამასაც მოუყვება მათ. ასე, რომ ძალიან საინტერესო დაკითხვა იქნება. ჩვენ თვითონ გვინდოდა მარტის თვიდან, მაგრამ დღეს დაასწრეს, რადგან ხვალ ელჩებთან და საზოგადოებასთან მაქვს შეხვედრა. მინდა, ყველაფერი მოვუყვე, თუ რა წნეხის ქვეშ არის ფონდი „იავნანა,“- განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის მეუღლე ანგელა ვასილენკო სასამართლოში დღეს უნდა გამოცხადებული. თუმცა იგი მოსკოვში გაფრინდა. ამასთან, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ანგელა ვასილენკო ყოველთვის არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება გამოკითხვაზე, რის გამოც მის სამართლებრივ სტატუსზე იმსჯელებენ.