სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებული 57 თანამშრომელი სამსახურში უნდა აღდგეს
რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის ძირითადი ნაწილი დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აზოტიდან გათავისუფლებული 57 თანამშრომელი სამსახურში უნდა აღდგეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ასევე დაევალა 57-ვე მოსარჩელეს იძულებითი განაცდურიც აუნაზღაუროს.
მოპასუხე მხარის ადვოკატმა სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა, ამიტომ ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა საწარმო რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
სს „აზოტიდან“ 320-მდე თანამშრომელი 2017 წლის იანვარში გაათავისუფლეს. სასამართლოს, პროფკავშირების დახმარებით, 57-მა ადამიანმა მიმართა.