„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

რუსთავში ს.ს. „რუსთავის აზოტის“ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

ქარხნის დირექციასთან შესახვედრად ათი კაცისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი შევიდა.

გაფიცულები ქარხნის დირექციის შეთავაზებას გარეთ ელოდებიან. შეხვედრა ადმინისტრაციის მოთხოვნით მედიატორების გარეშე მიმდინარეობს.

როგორც ქარხანაში დასაქმებულები აცხადებენ, მოლაპარაკების შედეგზეა დამოკიდებული განაახლებს თუ არა მუშაობას „რუსთავის აზოტი“.