სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავის „აზოტიდან“ გათავისუფლებული 57 თანამშრომელი სამსახურში უნდა აღდგეს

15:24, 28.03.2018

რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული თანამშრომლების სარჩელის ძირითადი ნაწილი დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აზოტიდან გათავისუფლებული 57 თანამშრომელი სამსახურში უნდა აღდგეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საწარმოს ასევე დაევალა 57-ვე მოსარჩელეს იძულებითი განაცდურიც აუნაზღაუროს.

მოპასუხე მხარის ადვოკატმა სასამართლო დარბაზი კომენტარის გარეშე დატოვა, ამიტომ ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა საწარმო რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სს „აზოტიდან“ 320-მდე თანამშრომელი 2017 წლის იანვარში გაათავისუფლეს. სასამართლოს, პროფკავშირების დახმარებით, 57-მა ადამიანმა მიმართა.

მსგავსი