სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელი სხდომა ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. მოწმეებმა, რომლებიც სამართალდამცველები იყვნენ, 20 ივნისის ღამეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრეს.
დღევანდელ სხდომაზე ასევე, აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე იმსჯელეს, თუმცა მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა.
თავად ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი სხდომას არ ესწრებოდა.
გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის აქციის მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.