სასამართლო სისტემის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა ბიუროს 28 ივნისის სხდომაზე წარედგინება
სასამართლო სისტემის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა ბიუროს 28 ივნისის სხდომაზე წარედგინება

სასამართლო სისტემის შესასწავლად დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა ბიუროს 28 ივნისის სხდომაზე წარედგინება.

დადგენილების პროექტში აღნიშნულია, რომ კომისიის მიერ გამოსაკვლევი საკითხებია: სასამართლო ხელისუფლებაში არსებული სისტემური ხარვეზები; სასამართლო სისტემაში ინტერესთა ჯგუფების არსებობა, მათი ფაქტობრივი ძალაუფლება, ფორმალური და არაფორმალური გავლენები, იერარქიები და სტატუსები; კორუფციის და ნეპოტიზმის ფაქტები; მოსამართლეთა კორპუსის, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების, თანამდებობებზე დანიშვნის, შეფასების, დაწინაურების, გადაყვანის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის მაჩვენებლები და ფაქტები; ადმინისტრაციულ თანამდებობასთან დაკავშირებული პრივილეგიების ფაქტები.

„დროებითი კომისიის შექმნის აუცილებლობა განპირობებულია საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა განხორციელდეს რეალური მართლმსაჯულების რეფორმა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის სულისკვეთებასთან იქნება თანხვედრაში, რაც დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნას გულისხმობს. ასევე, მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს მართლმსაჯულების სისტემაში ქმედითი და გამართული მექანიზმების დანერგვა, რაც კორუფციის აღმოფხვრისკენ იქნება მიმართული“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

დატოვე კომენტარი