სასამართლო პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთი პირის საქმეზე იმსჯელებს
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებულ კიდევ ერთი პირის საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ინფორმაცია აღკვეთის ღონისძიების სხდომის შეფარდებასთან დაკავშირებით პირველი არხისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
სხდომა 16:30-ზე გაიმართება.
ბრალდებული ამ დროისთვის მცხეთაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
პირველი არხი ასევე გაესაუბრა ზაალ ლატარიას ადვოკატ ვახტანგ იაშვილს, რომელიც დილით მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. მისი თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სულ 18 პირია დაკავებული.