გიზო ლატარია აცხადებს, რომ მისი ძმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერით დაინტერესებული არ ყოფილა
გიზო ლატარია აცხადებს, რომ მისი ძმა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერით დაინტერესებული არ ყოფილა

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებული ზაალ ლატარიას ძმა, ლატარიას დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

პატიმრობის შეფარდების შემდეგ, გიზო ლატარიამ მედიასთან განაცხადა, რომ მისი ძმა ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო.

გიზო ლატარიამ განმარტა, რომ დაკავება სწორედ ამას უკავშირდება და პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერით მისი ძმა დაინტერესებული არ ყოფილა.

„უბრალოდ დაიჭირეს, რადგან იყო ზაალი. მე რატომ არ დამიჭირეს ან სხვა. პოლიტიკაში, ჯარში, სხვაგან განთქმული ადამიანი იყო. ის ყოველთვის იბრძოდა რუსების წინააღმდეგ. მე თუ არა, ზაალს ხომ იცნობთ, მისი სამართალიც ხო იცით. პოლიტიკურია ეს გადაწყვეტილება, მეტი რა არის. აქტიური იყო, ის „ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია“, – განაცხადა გიზო ლატარიამ.

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით დაკავებულ ზაალ ლატარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.