სასამართლო არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მსჯელობას განაგრძობს
სასამართლო არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე მსჯელობას განაგრძობს

თბილისის საქალაქო სასამართლო არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ხუთი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

როგორც პროცესის დაწყების წინ საქმის პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა განაცხადა, დღეს გაიმართება ხუთი პირის სასამართლო, მათ ბრალად ედებათ დანაშაულის დაფარვა, მათგან სამი სრუწლოვანი პირია, ორზე მოქმედებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროგრამა.

სრულწოვანთა მიმართ პროკურატურა მოითხოვს პატიმრობას. ერთი არასრუწლოვანი (17 წლის) ითხოვს მეთვალყურეობას, მეორე (21 წლის)კი კი გირაოს შეფარდებას. რაც შეეხება კალანდიას, ის აღიარებს ბრალს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მან თავის დროზე გამოძიებას დაუმალა სიმართლე, პროკურატურის შუამდგომლობა იქნება პატიმრობა. ხუთი ბრალდებულს, მათ შორის არასრულწლოვნებს ბრალი ედებათ დანაშაულის დაფარვაში”, – განაცხადა პროკურორმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ორივე არასრულწლოვანი 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ. მკვლელობაში ბრალდებულები კი პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში სწავლობდნენ.