საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტზე დასასწრებად მსმენელები საქართველოში 10-მდე ქვეყნიდან ჩამოვლენ
საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტზე დასასწრებად მსმენელები საქართველოში 10-მდე ქვეყნიდან ჩამოვლენ

საქსოფონისტ ჯიმი საქსის კონცერტზე დასასწრებად მსმენელები საქართველოში 10-მდე ქვეყნიდან ჩამოვლენ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ღონისძიების ორგანიზატორმა დავით ფანიაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ჯიმი საქსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი უკვე გაყიდულია. ბილეთების ფასი 45-დან 120 ლარამდეა.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მოლაპარაკებები ცნობილ შემსრულებელთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯიმი საქსი საქსოფონისტი და შოუმენია, რომელიც Reestyle house, deep, funk and electro-ს ასრულებს. მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე 1 000-მდე შოუ ჩაატარა.

მასთან დუეტში უკრავდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: Earth Wind and Fire, ბობ სინკლერი, ჯონ ლეგენდი, დევიდ გეტა, ქვინსი ჯონსი და ასე შემდეგ. მის ოფიციალურ Youtube არხს თითქმის 450 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტია No man no cry, რომელსაც რამდენიმე ათეული მილიონი გამომწერი ჰყავს.

კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 5 აპრილს გაიმართება.