საქართველოში საქსოფონისტი ჯიმი საქსი კონცერტს გამართავს
საქართველოში საქსოფონისტი ჯიმი საქსი კონცერტს გამართავს

საქართველოში საქსოფონისტი ჯიმი საქსი კონცერტს გამართავს.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, მოლაპარაკებები ცნობილ შემსრულებელთან რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქსაფონისტმა ​ქართველ მსმენელს სპეციალური ვიდეომიმართვა ცოტა ხნის წინ გამოუგზავნა. ჯიმი საქსი აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელოდება მათთან შეხვედრას.

ჯიმი საქსი საქსაფონისტი და შოუმენია, რომელიც Reestyle house, deep, funk and electro-ს ასრულებს. მან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე 1 000-მდე შოუ ჩაატარა.

მასთან დუეტში უკრავდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: Earth Wind and Fire, Bob Sinclar, John Legend, David Guetta, Quincy Jones და ასე შემდეგ. მის ოფიციალურ Youtube არხს თითქმის 400 ათასი გამომწერი ჰყავს. მისი ყველაზე ცნობილი ჰიტია No man no cry, რომელსაც რამდენიმე ათეული მილიონი გამომწერი ჰყავს.

კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 5 აპრილს გაიმართება.