ფრანგი საქსოფონისტი ჯიმი საქსი ქართველ მსმენელს სპეციალურ მიმართვას აეროპორტიდან უგზავნის

22:23, 03.04.2019

ცნობილი ფრანგი საქსოფონისტი ჯიმი საქსი ქართველ მსმენელს სპეციალურ მიმართვას აეროპორტიდან უგზავნის. მუსიკოსი ამბობს, რომ მზად არის საქართველოში ჩამოსასვლელად. ჯიმი საქსის კონცერტი თბილისის საკონცერტო დარბაზში 5 აპრილს გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ბილეთების თითქმის 90 პროცენტი გაყიდულია. კონცერტზე დასასწრებად მსმენელები საქართველოში 10-მდე ქვეყნიდან ჩამოვლენ. ჯიმი საქსი საქსოფონისტი და შოუმენია, რომელმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე 1 000-მდე შოუ ჩაატარა. მასთან დუეტში უკრავდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან: ბობ სინკლერი, ჯონ ლეჯენდი, დევიდ გეტა, ქვინსი ჯონსი და ასე შემდეგ. მის ოფიციალურ იუთუბ-არხს თითქმის 450 ათასი გამომწერი ჰყავს.

მსგავსი