თბილისში ჯიმი საქსის კონცერტი გაიმართა [ფოტო]
თბილისში ჯიმი საქსის კონცერტი გაიმართა [ფოტო]

თბილისის საკონცერტო დარბაზში ფრანგი საქსოფონისტის, ჯიმი საქსის კონცერტი გაიმართა. მუსიკოსმა ქართველ მსმენელს მისი ყველა ცნობილი კომპოზიცია წარუდგინა.

ჯიმი საქსს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკვე 1 000-მდე შოუ აქვს ჩატარებული. მასთან დუეტში უკრავდნენ ისეთი ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც არიან ბობ სინკლერი, ჯონ ლეჯენდი, დევიდ გეტა, ქვინსი ჯონსი და ასე შემდეგ. მის ოფიციალურ „იუთუბის“ არხს თითქმის 450 ათასი გამომწერი ჰყავს.