საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო - გამოვხატავთ სამძიმარს შოვში ადამიანების დაღუპვის გამო, აღვავლენთ ლოცვას დაღუპულებისთვის, დაშავებულთა და დაკარგულთა გადასარჩენად
საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო - გამოვხატავთ სამძიმარს შოვში ადამიანების დაღუპვის გამო, აღვავლენთ ლოცვას დაღუპულებისთვის, დაშავებულთა და დაკარგულთა გადასარჩენად

საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმარს გამოხატავს.

„საქართველოში წმინდა საყდრის ნუნციო გლოვობს და გამოხატავს სამძიმარს შოვის რაიონში სტიქიის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო. ჩვენ აღვავლენთ ლოცვას დაღუპულებისთვის, დაშავებულთა და დაკარგულთა გადასარჩენად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 16 ადამიანი. სტიქიის ზონაში 19 ადამიანს ეძებენ.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.