საქართველოში სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო აშენდება
საქართველოში სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმო აშენდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების მხარადჭერით, ერთ-ერთი უმსხვილესი თურქული კომპანია სპილენძისა და ალუმინის სადენების საწარმოს გახსნის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

თურქული კომპანია „ქოჩკაბლო”, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 35-წლიანი გამოცდილება აქვს, საქართველოში ინვესტიციით სამი თვის წინ დაინტერესდა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიმართა.

ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლებმა მჭიდრო კავშირი დაამყარეს პოტენციურ ინვესტორთან და „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და სახელმწიფო უწყებებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, შპს „ქოჩკაბლოს“ 9502 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.

კომპანია „ქოჩკაბლო” საწარმოს მშენებლობას 2018 წლის შემოდგომაზე დაასრულებს, ამოქმედების პირველ ეტაპზე 50 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის და წლიურად 6 000 000 გრძივი მეტრი მავთულის წარმოებას შეძლებს.

პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 3 140 700 მლნ ლარზე მეტია. კომპანია მოახდენს პროდუქციის რეალიზებას როგორც ადგილობრივ ასევე უცხოურ ბაზრებზე.