პიერე მოსკოვიცი - ფოლადისა და ალუმინის იმპორტის გაზრდილი ტარიფების საპასუხოდ, ევროკავშირს „იარაღების არსენალი“ გააჩნია
პიერე მოსკოვიცი - ფოლადისა და ალუმინის იმპორტის გაზრდილი ტარიფების საპასუხოდ, ევროკავშირს „იარაღების არსენალი“ გააჩნია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტის გაზრდილი ტარიფების საპასუხოდ, ევროკავშირს „იარაღების არსენალი“ გააჩნია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და ფინანსების საკითხებში ევროკომისარმა, პიერე მოსკოვიციმ განაცხადა.

მოსკოვიცის თქმით, ევროკავშირს აშშ-სთან სავაჭრო ომი არ სურს, თუმცა ყოველი შემთხვევისთვის დაუყოვნებლივ საპასუხო ზომებს ამზადებს.

ევროკომისარი ამბობს, რომ ტარიფების დაწესება ორივე მხარისთვის დანაკარგებს გამოიწვევს.

აშშ-ის პრეზიდენტი ტარიფების დაწესებას უახლოეს მომავალში გეგმავს.

დონალდ ტრამპის ინიციატივა ფოლადის იმპორტზე 25%-იანი, ალუმინზე კი 10%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.